აშშ-ში მშრალი კანონის დროს, არომატული სუნთქვის ილუზიის შესაქმნელად და ამით პოლიციელების მოსატყუებლად საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა.
ღეჭვა საღეჭი აპარატის განვითარებას უწყობს ხელს. ზოგიერთი მოკრივე გაუჩერებლად ღეჭავს და მიაჩნია, რომ ამით მეტ დარტყმას გაუძლებს, ღრძილების ამგვარი მასაჟით პაროდონტოზისგან დაიცავს თავს.
საღეჭი რეზინის თერაპიულ თვისებებს ქსეროტომიის, ანუ გაძნელებული ნერწყვის გამოყოფის შემთხვევაში იყენებენ.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ღეჭვა სტრესს ხსნის. ამერიკელი ჯარისკაცების ყოველდღიურ ულუფაში აუცილებლად შედის საღეჭი რეზინის ფირფიტა.