თქვენ გგონიათ, ბევრი იცით, ჩვენი “უმცროსი” მეგობრების შესახებ? _ სულაც არა. უმეტესობა მითია.
მაგალითად, ამბობენ, რომ ცხოველები სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედავენ. ეს ასე არ არის. ძაღლები და კატები ვერ არჩევენ მხოლოდ წითელს და ფორთოხლისფერ სპექტრს. სამაგიეროდ, ნაცრისფერის 40 შეფერილობას არჩევენ. ვირთხისთვის წითელი – სრული სიბნელეა. ისინი მომწვანო-მონაცრისფრო სამყაროში ცხოვრობენ. რეპტილიები და ჩიტები კი, ყველა ძირითად და გარდამავალ ფერს არჩევენ.
ცხოველებისთვის გაუგებარია აბსტრაქტული შინაარსის სიტყვები. სამაგიეროდ, ზუსტად ხვდებიან საგნების დასახელებებს, თავიანთ სახელებს, ესმით ბრძანებები. მაგალითად ჯიშიან ძაღლს 400 ბრძანების დამახსოვრება შეუძლია. კატა და ზაზუნა მხოლოდ 40-ს იმახსოვრებენ. ჩიტები თავისუფლად იმახსოვრებენ და იმეორებენ 500 სიტყვაზე მეტს. თანაც, ისინი იმ კონკრეტულ სიტუაციასაც იმახსოვრებენ, როცა ადამიანები ამ სიტყვებს ამბობენ. ამიტომაც, ფრაზებს საკმაოდ გააზრებულად, შესაფერის მომენტში “ჩასვამენ” ხოლმე…
კატა, ძაღლი, ზაზუნა, ზღვის გოჭი და მტაცებელი ცხოველების უმრავლესობა შორსმხედველია. 10-50 სანტიმეტრზე ახლოს საგნებს ცუდად ხედავენ. ამიტომ, საგნების ახლოდან შესაცნობად, მათ ღმერთმა ყნოსვის ნიჭი უბოძა.