15-16 აგვისტოს, როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, _ ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, ამ დღეებში, როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია +29-34 გრადუსი სითბო. 15 აგვისტოს თბილისში +34 გრადუსს პროგნოზირებენ, ხოლო 16 აგვისტოს +32 გრადუსი იქნება.