ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაღობილევში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული, ამ დრომდე ეძებენ სამართალდამცავები.
“ყველანი გაოცებულები ვართ. ძალიან თბილი და მეგობრული ოჯახი არის. არ ვიცით, რა მოხდა და რა დაემართა, რატომ მოკლა ადამიანი. ჯერ ბოდიში მოიხადა, გასულა გარეთ და რომ შემოსულა უსვრია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.