ბაღდათში 83 წლის ქმარმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.
შსს-ს ცნობით, მკვლელობა სანადირო თოფითაა ჩადენილი. მამაკაცი დაკავებულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1934 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს – 1954 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს, _ აცხადებენ შსს-ში.