ბრიტანეთის პარლამენტის ცნობილი საათის “ბიგ -ბენის” ზარები 21 აგვისტოს შემდეგ 4 წლით დადუმდება. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საათის ზარების დროებით შეჩერების მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
გავრცელებული ცნობით, სარემონტო სამუშაოების შედეგად “ბიგ- ბენის” 13.7 ტონიანი ზარებს, რომლებიც უკვე 157 წელია საათში ერთხელ რეკავს, გათიშავენ, თუმცა, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროს საათი ხმას მაინც გამოსცემს.
როგორც ცნობილია, სამუშაოების შედეგად საათი გაიწმინდება და გარემონტდება, ასევე, განახლდება რკინის ჩარჩო და ისრები.
ელექტრონული მექანიზმის აღდგენამდე კი საათი თანამედროვე ელექტროძრავაზე იმუშავებს.
როგორც ცნობილია, “ბიგ-ბენი” რესტავრაცია 2021 წელს დასრულდება.