ბოლო დღეებია ქალაქ ოზურგეთს წყლის მომარაგებაზე სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ. ზაფხულის ცხელ დღეებში წყალი ნაკლებად მოდის ონკანებში, რამაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
ლია კილაძე, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები: “მეგობრებო, ნახეთ წყალმომარაგების კომპანიის სლოგანი, რომელიც ოზურგეთში ამ თაკარა დღეებში დღეში 20-ჯერ მაინც გვიკეტავს „წყაროს“, თან ამას უკვე სტაბილური ხასიათი აქვს. მე როცა დავაგვიანე გადახდა, კომპანია მოვიდა და დამსაჯა მაშინვე. მსგავსი რაღაც კომპანიის გვერდზეც დავწერე და მისამართი მკითხეს. ველოდები შედეგს. „ცისკარას“ ვგავარ?“
ლიკა მეგრელაძე, დამსვენებელი: „ოზურგეთში წყლის გრაფიკი აქვთ სასწაული,10 წუთით მოვა, 1 საათით ისევ დაგვემშვიდობება, მერე 5-10 წუთით ისევ გამოჩნდება, ისევ წყდება. ასეთი გრაფიკი არსად გამიგია, ციხეში მგონია თავი. ვინ აკეთებს ნეტა ამას?“
თამარ ღლონტი, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები: “ვინმემ შეიძლება ამიხსნას, რომელი დევი გადააჯდა ოზურგეთის წყალს, ასე რომ გვაწამებს და ციცინათელასავით ხან მოვა, ხან _ წავა… ხმას რატომ არავინ იღებს, მაინტერესებს?! საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასე მწარედ რატომ დაგვცინის? რა რემონტი, რის რემონტი? ამ სატყუარას არ მივიღებთ!“
“გურია ნიუსი“ კომენტარისთვის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
“გაცნობებთ, რომ ქალაქ ოზურგეთის სათავე ნაგებობაზე გვალვის გამო სასმელი წლის დებეტი შემცირებულია. გარდა ამისა, ზაფხულის პერიოდში გაზრდილია წყლის მოხმარება“, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე ადამიანმა ისიც გვითხრა, რომ წინასწარ არ ხდება მოსახლეობის გაფრთხილება თუ როდის შეუწყდება წყლის მიწოდება მომხმარებლებს. ამ საკითხზე პრესსამსახურში გვიპასუხეს: