პარიზში “ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომობილი პიცერიაში შევარდა, რის შედეგადაც 8 წლის გოგონა გარდაიცვალა, 6 ადამიანი კი მძიმედაა დაშავებული, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია, _ აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი ტერასაზე მყოფ ხალხს შეგნებულად დაეჯახა. თავდამსხმელი მამაკაცი 39 წლისაა. მას ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩნდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი აცხადებდა, რომ მას საკუთარი უიღბლო ცხოვრების დასრულება სურდა და ამ ფორმით თვითმკვლელობა სცადა.
სამართალდამცავები ტერორისტული აქტის ვერსიას, ჯერჯერობით, არ განიხილავენ.