ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა.1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3888 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3895 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0007 ლარი შეადგინა.
1 ევრო 2.8059 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8191 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 16 აგვისტოდან შევა ძალაში.