ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. აღნიშნული “გურია ნიუსთან” შსს-ს პრესსამსახურში დაადასტურეს. შსს მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაღობილევში 30 წლის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ბაჩი ბოლქვაძე მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის ი ზ.გ-ა. მკვლელობა 14 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს