ბარსელონაში დღეს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ BBC იუწყება. ისლამური სახელმწიფოს განცხადება ტერაქტში მისი ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ მათსავე საინფორმაციო სააგენტო Amaq-ზე ვრცელდება.
ბარსელონის თავდასხმაში მონაწილეები ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცები არიან, რომლებიც ოპერაციას აშშ-ის კოალიციის საპასუხოდ ატარებენ”, – აცხადებენ ტერორისტები სააგენტო Amaq-ის საშუალებით.
17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიცია მომხდარს ტერაქტად აფასებს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია, სულ ცოტა, 13 ადამიანი, დაშავდა – 100-ზე მეტი.