მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან უკრაინის წინაშე ვალდებულებები გააჩნია, _ ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა BBC-ის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
“მე უკრაინის გამოჩენილი და აქტიური პოლიტიკოსი ვარ. მე სწრაფად განვითარებადი პარტიის ლიდერი ვარ. ბევრი მხარდამჭერი მყავს უკარინაში და რაც მთავარია, მე დავპირდი უკარინელებს, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ რეფორმებისთვის, რომლის სიმბოლო მე და ხალხი ვართ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
გუშინ, საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს, რომ “უკრაინულ მხარესთან გაგზავნილია სამართლებრივი მიმართვები სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით”.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების თარიღად 10 სექტემბერი დაასახელა.