დღეს, ქობულეთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ცვლილებები ბიუჯეტში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე განხორციელდა, რამაც ჯამში 316 101ლარი შეადგინა.
მუნიციპლიტეტში 1 სექტემბრიდან ჯანდაცვის ახალი მიზნობრივი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურებას. პროგრამისთვის 25 800 ლარია გათვალისწინებული. საწყის ეტაპზე მოხდება ერთი მობილური გუნდის დაფინანსება, რომელიც უზრუნველყოფს თვის განმავლობაში 50 პაციენტის ბინაზე ვიზიტსა და მედიკამენტოზურ მკურნალობას.
ბიუჯეტის ცვლილების შედეგად გამგებლის სარეზერვო ფონდი 54 000 ლარით გაიზარდა. ცვლილებები განხორციელდა სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ბიუჯეტებში, ასევე დაიგეგმა ახალი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და ცვლილებები შევიდა ჯანდაცვის მიზნობრივ პროგრამებში. (R)