გოგრით ამზადებენ წვნიანს, ფაფას, გარნირს, მაჭკატებს, წვენს… ის ასევე საუკეთესო სამკურნალო საშუალებაცაა. უხვად შეიცავს კაროტინს, B, С, PP, E ჯგუფის და D ვიტამინებს. გოგრა ხელს უწყობს პატარების ზრდას, მოზრდილებში _ კალციუმის შეწოვას, აფერხებს დაბერების პროცესს, წონაში მომატებას.
როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი – ანტიდეპრესანტია. გოგრა ხელს უწყობს წყლულების სწრაფად შეხორცებას. შეიცავს სპილენძს, ფოსფორსა და რკინას, რისთვისაც სასარგებლოა ანემიის და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის, ხოლო პექტინის წყალობით ებრძვის ქოლესტერინს.
გოგრა სასარგებლოა ღვიძლის, თირკმლების, კუჭ-ნაწლავის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავებისას, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს.
გოგრის ზეთი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით, აღადგენს ნერვულ სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს პოტენციას.
გოგრის ყუნწის ნახარშის სავლები აცხრობს კბილის ტკივილს.