რუსეთმა ავიაიერიშის შედეგად სირიის ქალაქ დიერ ალ-ზორში „ისლამური სახელმწიფოს“ 200-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურა. ამის შესახებ NDTV-ს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავია იერიშის შედეგად ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო ტექნიკა განადგურდა.