“ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკურმა სამსახურმა უამინდობის გამო დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენა სრულად მოახერხა, შესაბამისად ურეკს და შეკვეთის ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.
ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმის და ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ელექტეოგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა შეკვეთილის ნაწილს და ურეკს.
კომპანიის ტექნიკური სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოების წარმოება. აბონენტების უმეტესობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა მალევე მოხერხდა. ამ დროისთვის კი დაზიანებული ელექტროქსელი სრულადაა აღდგენილი.
(R)