დღეს კონსტიტუციის მიღების დღეა, რასთან დაკავშირებით მიიღება უნდა გამართულიყო, რომელსაც პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მასპინძლობდნენ. როგორც გვითხრეს, მიღება ბორჯომში შექმნილი ვითარების გამო გადაიდო, რის გამოც ორგანიზატორები მოწვეულ სტუმრებს ბოდიშს უხდიან.
_ საბოდიშო არაფერია. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიღებები ვმართოდ, _ აღნიშნა მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა, მედიასახლ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა ია მამალაძემ, რომელიც მიწვეულ სტუმრებს შორის იყო.