ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში 9 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა. ჯგუფებმა კანდიდატებიც წარადგინეს, რომლებმაც ოლქში, მხარდამჭერთან სია უნდა წარადგინონ.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, 38 საარჩევნო უბნიდან საინიციატივო ჯგუფის 9 განაცხადია შესული.
ბუკისციხე-იანეულის საარჩევნო უბანის მოგება ორ დამოუკიდებელ კანდიდატს სურს _ კოტე სიხარულიძეს და იოსებ ბერიშვილს.
ორი დამოუკიდებელი კანდიდატის განაცხადია ხევის საარჩევნო უბანზე _ ზაურ ოსეფაიშვილის და გოჩა თოდრიას.
ვან-ზომლეთის საარჩევნო უბნის მოგება დამოუკიდებლად თემურ ხუხუნაიშვილს სურს; ზემოსურების _ ლევან ლომინეიშვილს; შუასურების _ იაშა შათირიშვილს; ხიდისთავის _ ვალერიან კალანდაძე; ზოტის _ სულიკო რამიშვილს.
თემურ კუტუბიძის ინფორმაციით საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილმა კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის მხარდამჭერთა სიები უნდა წარმოადგინონ.
_ საინიციატივო ჯგუფებს სპეციალური ბლანკები გადაეცემათ. მათ აქვთ 7დღიანი ვადა მხარდამჭერთა სიების და შესაბამისად ბლანკების შესადგენად. ამის შემდეგ 3 დღის ვადაში გადავამოწმებთ მონაცემებს. თუ ხარვეზი იქნება შესაბამის დროს მივცეთ გამოსასწორებლად. ხოლო თუ ყველაფერი კანონის შესაბამისად იქნება წარმოდგენილი დავარეგისტრირებთ კანდიდატს. კანდიდატებს კი რეგისტრაცია არ აგვიანდებათ _ მათი რეგისტრაცია არჩევნებამდე 30 დღით ადრე უნდა მოხდეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თემურ კუტუბიძემ.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.