45 წლის ამერიკელი მოქანდაკე დალტონ გეთი 25 წელია ჩვეულებრივი ფანქრის გრაფიტის გულისგან მინიატიურულ ქანდაკებებს ქმნის. საინტერესოა, რომ ის არც ლუპას ხმარობს და არც სპეციალურ იარაღებს – მხოლოდ სამართებელსა და საკერავ ნემსს, თანაც კაშკაშა სინათლე სჭირდება.
სამაგიეროდ, მხედველობის შესანარჩუნებლად, დღეში საათ-ნახევარზე მეტს არ მუშაობს, ამიტომ ქანდაკების დასრულებას 2-3 წელს ანდომებს.
მაგალითად, ელვის პრესლის “გამოთლას” 2,5 წელი დასჭირდა…