ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 297 კურსდამთავრებულიდან წელს უმაღლეს სასწავლებელში 152 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
ლანჩხუთში 100%-იანი გრანტი მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა, მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქეთი ჩიკაშუამ მიიღო.
70%-იანი დაფინანსება მიიღეს მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა: მარიამ გურგენაძემ და ეთუნა ქურიძემ, ასევე, სოფო ბლაგიძემ პირველი საჯარო სკოლიდან და აკეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქრისტინე ქურიძემ.
50%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებიდან: ჯანო კვირკველია, კუკური ვარდოსანიძე, გიორგი გოგუაძე, თამარ კვაჭაძე, ნინო ორმოცაძე, დეა ჭეიშვილი და თორნიკე ქორიძე. გუგა ცინცაძე აკეთის საჯარო სკოლიდან, ნიგვზიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ლანა აფხაზავა, სუფსის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული დემეტრე მგელაძე, წყალწმინდიდან თამარ გოგოლაშვილი და ხაჯალიის საჯაროს სკოლის კურსდამთავრებულები იოსებ გურგენაძე და დიანა მოისწრაფეშვილი.