კუნძულ გუამის სამხრეთ სანაპიროზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ცენტრის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ინარაჯანის ახლოს 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კუნძულ გუამის სიახლოვეს ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით ჩრდილოეთ კორეა იმუქრებოდა.
თუმცა, როგორც მოგვიანებით კიმ იონგ უნმა განაცხადა, გეგმის შესრულებამდე ვაშინგტონის ქცევებს დააკვირდებოდა.