“ნაციონალურმა მოძრაობა” ოზურგეთის მერობის კანდიდატად თორნიკე გოგუაძეს წარადგეს. აღნიშნული ინფორმაცია პარტიაში უკვე დაგვიდასტურეს.
29 წლის თორნიკე გოგუაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითიდანაა.
პარტიის მიერ მოწოდებული მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება: “2006 წელს ჩააბარა ილიას ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე;
ასევე, 2007 წელს ჩაირიცხა 100%-იანი დაფინასებით საქართველოს ტეკნიკურ უნივერსიტეტში პოლიგრაფიაზე;
2013 წელს ჩაირიცხა მაგისტრატურაზე, ასევე, 100%-იანი დაფინანსებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე;
2013 წელს დაარსაა საქველმოქმედო ფონდი “ოქროს ხელები”; მუშაობდა საქართველოს სოციოლოგიური კვლევისა და ანალიზის ასოციაციაში სარეკლამო საქმის ექსპერტად”.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.