“გურია ნიუსის” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 10 სექტემბერს წარადგენს.
ჩვენი ინფორმაციით წარდგენა ოზურგეთში გაიმართება და კვირიკაშვილი სამივე კანდიდატს იქ დაასახელებს.
ჩვენი წყაროს თქმით კანდიდატებზე საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ 1 სექტემბერს მიიღო და ამ გადაწყვეტილების თანახმად, მმართველი პარტია ოზურგეთის მერობის კანდიდატად ბეგლარ სიორიძეს წარადგენს, ჩოხატაურში _ ირაკლი კუჭავას, ხოლო ლანჩხუთში _ ალეკო სარიშვილს.
რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, მათი წარდგენა ოლქებში, პარტიული ლიდერების მიერ მოხდება. თუმცა, წარდგენების კონკრეტული თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.