პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით, 12 კანდიდატი იბრძოლებს.
ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება, ბაღდათში – არჩილ გოგსაძე, ვანში – ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში – ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში – ვალერიანე ფოცხვერია, საჩხერეში – ბენიამენ ფალავანდიშვილი, ტყიბულში – თემურ ჩუბინიძე, წყალტუბოში – გრიგოლ იოსელიანი, ჭიათურაში – პაატა ნადირაძე, ხარაგაულში – ნიკოლოზ თოფურიძე, ხონში – ლადო ჯურხაძე, ხოლო ზესტაფონში კახაბერ მახათაძე.
მერობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიება ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან გაიმართა.