ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლის ზაზა ურუშაძის ძმამ _ ბიძინა ურუშაძემ, შესაძლოა, ლანჩხუთის მერობისთვის იბრძოლოს. როგორც გვითხრეს, მას კანდიდატობა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ შესთავაზა.
აღნიშნულ ინფორმაციას ბიძინა ურუშაძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს და ამბობს, რომ წინადადებებს განიხილავს:
“შემოთავაზებები ნამდვილად მაქვს. ვნახოთ, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ურუშაძემ.
ბიძინა ურუშაძე ბიზნესმენია. ის წლების განმავლობაში ყაზახეთში ცხოვრობდა და როგორც გავარკვიეთ, ბიზნესებს ფლობს უკრაინაში, რუსეთში და საქართველოში.