ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადის ტყეში ძლიერი ქარისა და სიცხის გამო ხანძრის კერების ტერიტორია გაფართოვდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არსებობს.
ტყეში ხანძარი 3 სექტემბრის საღამოს გაჩნდა. ადგილზე 120 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.