შსს-მ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისმობს.
ცესკოს პრესსპიკერმა 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2 სექტემბერს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ყოფილი პარლამენტარი სამველ პეტროსიანი და მისი შვილი გიორგი პეტროსიანი, რომელიც გამგებლის რწმუნებულია, დაემუქრნენ.
“ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით”, – განაცხადეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.