დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება.
დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 12:00 საათზე გახდება ცნობილი.
გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ პირველ სექტემბერს გავიდა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.
დეკანოზი მერვე თვეა, რაც პატიმრობაშია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.