ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ვლადიმერ იმნაძე საერთაშირისო ორგანიზაციის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების განყოფლების სამარხების შესახებ ინფორმაციის მოპოვების ოფიცრებს მზია ანთაშვილს და ანა გოგოხიას, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მოძიების სახელმწიფო კომისიის კოორდინატორს ალიბაბა ჩადუნელს შეხვდა.
რიგით მეხუთე შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ომისა და სამხედრო კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა, ასევე მათი სამარხების მოძიების გზებზე იმსჯელეს. სახელმწიფო სამსახურისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის ეტაპებსა და კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ნუკრი კაიშაური და ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივის განყოფილების უფროსი გელა ათაქიშვილი. (R)