თვითმმართველობის არჩევნებისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა უკვე ცნობილია. პარტიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკვე გადაწყვეტილია, რომ ზემოსურებში კენჭს მამუკა ბარამიძე იყრი; დაბლაციხეში _ მარინა ოსეფაიშვილი; კოხნარში _ ბაჩო ახალაძე; საჭამიასერში _ ლევან ყენია.
ზემოხეთში “ნაციონალების კანდიდატი მარინა თავაძე იქნება; გოგოლესუბანში _ ოთარ (ბუთა) მამარდაშვილი; შუა ამაღლებაში _ არჩილ სიხარულიძე; ქვენობანი-ბუკნარი-ბასილეთის ოლქში _ ნუგზარ ჭაღალიძე; ნაბეღლავში _ ჯემალ ბერიძე.
რაც შეეხება დანარჩენ ოლქებს, როგორც პარტიაში გვითხრეს კანდიდატებთან მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს და სრული სია ამ კვირაში გახდება ცნობილი.