“პატრიოტთა ალიანსიდან” ჩოხატაურის მერობისთვის ბრძოლას მაია კუტუბიძე გეგმავს.
აღნიშნული ინფორმაცია კუტუბიძემ ჩვენთან საუბრისას დაადასტურა და აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის ემზადება.
მისივე თქმით, პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატებიც ეყოლებიან, თუმცა სრულია სია ჯერ არ დაზუსტებულა:
_ მუშაობის პროცესში ვართ და როგორც პარტიული სია, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა კვირის ბოლოსთვის იქნება მზად, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მაია კუტუბიძემ, რომლის შტაბს ირაკლი ახობაძე უხელმძღვანელებს.
მაია კუტუბიძე 2012-2014 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო.