მეხუთე დღეა ხანძარს ებრძვიან კოხტას მთის ფერდობზე, სოფელ ართანასთან. არსებული ინფორმაციით, ვითარება სტაბილურად მძიმეა. გუშინ ფერდობის ერთ ნაწილზე ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მოგვიანებით ცეცხლის კერები კვლავ გაქტიურდა და კოხტას გორაზე დიდი დაკვამლიანება შეიმჩნეოდა.
საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში ავიაცია ცოტა ხანში ჩაერთვება. ჯერ ვერტმფრენები დაზვერვით სამუშაოებს განახორციელებენ, რის შემდეგაც ცოცხალ ძალასთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერს დილით გაჩნდა.