ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტებს, ლუის ინისაუ ლულა და სილვას, ასევე დილმა რუსეფს კორუფციაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრაზილიის მთავარი პროკურატურის ცნობით, მათ შექმნეს კრიმინალური ორგანიზაცია სახელმწიფო ნავთობკომპანიიდან თანხების გადანაწილებისთვის.
პროკურორ როდრიგო იანოტის თქმით, 2002-2016 წლებში, ლულას და რუსეფთან ერთად დანაშაულში მშრომელთა პარტიის 6 წევრი მონაწილეობდა.
როგორც ცნობილია, ყოფილი პრეზიდენტები ბრალდებას უარყოფენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს არის პირველი სისხლის სამართლის ბრალდება რუსეფისთვის, რომელსაც 2016 წელს საბიუჯეტო კანონების დარღვევისთვის იმპიჩმენტი გამოუცხადეს.
როგორც იანოტმა განაცხადა, კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლულა იყო.
მისივე თქმით, მუშათა პარტიამ ქრთამის სახით 480 მილიონი დოლარი მიიღო, რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის, პეტრობრასში და ბრაზილიის ეროვნული განვითარების ბანკში.
როგორც ცნობილია, ლულას ბრალი კიდევ 4 კორუფციულ საქმეში ედება.
მისი ადვოკატის თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა და ყოფილი პრეზიდენტის დევნას ემსახურება.
როგორც რუსეფის წარმომადგენლი ამბობს, პროკურატურას დანაშაულის დამამტკიცებელი მტკიცებულებები არ დაუსახელებია და მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს უზრუნველყოს მისი უფლება დაიცვას თავი მათ წინააღმდეგ.