კარიბის კუნძულებზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ატლანტიკური ქარიშხალ ირმასთან გასამკლავებლად ემზადებიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რისკის ქვეშ მყოფი ადგილებიდან მოსახლეობის გაყვანა მიმდინარეობს.
მოსახლეობა საკვებს და წყალს იმარაგებს რის გამოც რამდენიმე ადგილას პროდუქტები დეფიციტური გახდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაიხურა აეროპორტები და ხელისუფლებამ მოსახლეობას თავშესაფრებში წასვლისკენ მოუწოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ფლორიდის, პურტო რიკოს და ვირჯინიას კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
როგორც ცნობილია, პუერტო რიკოში ქარიშხლისთვის მზადების დროს 75 წლის მამაკაცი დაიღუპა, რასაც გუბერნატორმა რიკარდო როსელომ უპრეცედენტო შემთხვევა უწოდა.