კარიბის კუნძულებს ქარიშხალი ირმა უტევს.
როგორც BBC იუწყება, სტიქიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 1 ბავშვი.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქარიშხალმა სანტ მარტინი გაანადგურა.
3 მილიონზე მეტ მაცხოვრებელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
ოფიციალური პირების თქმით, მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მიწოდება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ აღუდგება.
ანტიგუას და ბარბუდას პრემიერ-მინისტრის, გასტონ ბრაუნის განცხადებით, შენობების 95% დაზიანებულია.
„ეს აბსოლუტური განადგურებაა. კუნძული ფაქტიურად წყალშია“,_განაცხადა პრემიერმა.
ფლორიდაში, პუერტო რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გაუქმებულია ავიარეისები.