უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ დასავლეთელი მოკავშირეები მის ქვეყანას თავდაცვითი იარაღით უზრუნველყოფენ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მისივე თქმით, თავდაცვითი იარაღის მიწოდებამ შესაძლოა უკრაინა რუსეთის ხელახლა შეჭრისგან დაიფაროს.
„რუსეთი ჯარების შემოჭრა უკრაინის ტერიტორიაზე გამორიცხული არ არის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულებთ მოლაპარაკებებს დასავლეთელ პარტნიორებთან თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესახებ“,_განაცხადა პოროშენკომ.