თბილისში, თემქაზე, თბილისის ზღვასთან ახლოს ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
„ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 ჯგუფი, 30-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს. ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს გაუჩნდა და 1 ჰექტარზე გავრცელდა“, _ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.