პარტია “ქართულ ოცნებას” გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები 10 სექტემბერს უნდა წარედგინა. თუმცა, დაანინსებული შეხვედრა გადაიდო, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, კანდიდატების შეცვლას უკავშირდება.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ოცნება” ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის შეცვალს გეგმას, მეორე ნაწილი კი ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუჭავას შეცვლაზე საუბრობს.
აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ პარტიის პრესსამსახურში.
_ გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენა გადაიდო. პარტიას უკვე ჰყავს, როგორც მერობის, ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატები და მათ შეცვლაზე, არც ოზურგეთში და არც ჩოხატაურში, საუბარი არ არის. კანდიდატთა წარდგენის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.