ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, არონ კარტერის საცხოვრებელ სახლთან პოლიცია 24 საათის განმავლობაში 3-ჯერ მივიდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE DAILY MAIL ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პოლიციამ მომღერლის სახლში მისვლა შეტყობინების მიღების შემდეგ დაგაწყვიტა, რომლის მიხედვითაც, კარტერი იარაღის შეძენას ცდილობდა და ოჯახის წევრებს ემუქრებოდა.
საიტი იუწყება, რომ მომღერლის სახლთან მისულ პოლიციელებს კარი არავინ გაუღო.
მოგვიანებით პოლიციაში კიდევ 1 შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც არონ კარტერს ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენა სჭირდებოდა, რადგან ავარიაში მოყოლის შემდეგ წამლების მიღებაზე უარი თქვა.
პოლიცია მომღერლის სახლთან ამ შეტყობინების მიღების შემდეგ ისევ მივიდა.
როგორც ცნობილია, მომღერალი ავარიაში რამდენიმე დღის წინ მოყვა და ცხვირი დაიზიანა.
მაუწყებლის ცნობით, პოლიციას არონ კარტერის სახლთან მისვლა კიდევ ერთხელ მოუწია, რადგან მათ აცნობეს, რომ არონი ოჯახის წევრებს და სხვებს ემუქრებოდა.
მომღერლის სახლთან მისულმა პოლიციელებმა ისევ დააკაკუნეს კარზე ,მაგრამ როგორც ამბობენ, მათ კარი არავინ გაუღო, ვიღაცამ კი სინათლე ჩააქრო და ჟალუზები დახურა.
როგორც მომღერალთან დაახლოებული სანდო წყაროები ამბობენ, მას პარტნიორები ავიწროებენ.
მათი თქმით, კარტერი შეურაცხყოფის და სიძულვილის შემცველ ანონიმურ სატელეფონო შეტყობინებებს იღებდა, ვიდრე პოლიციაში არ განაცხადა, რომ მისი სახლის გაძარცვა სცადეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაახლოებით 2 თვის წინ მომღერალი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარებისთვის დააპატიმრა.
მას ასევე ბრალად ედება ნარკოტიკული ნივთიერების ფლობა და სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა.
კარტერის თქმით, მას მარიხუანა შფოთვის გამო აქვს დანიშნული.