მექსიკაში 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ ჩიაპასის სახელმწიფოში, ტაპაჩულას დასავლეთით 165 კილომეტრის მოშორებით იყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დანგრეულია სახლები და სანაპიროზე არსებობს 3 მეტრამდე ცუნამის ტალღების წარმოშობის საფრთხე.
გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის გამო მაშველებმა ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენია ნიეტომ მიწისძვრას საუკუნეში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა უწოდა.