უპატრონო ცხოველების პრობლემა წლებია ვერ გვარდება ჩვენს ქვეყანაში. ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრის ხელმძღვანელის, თამუნა აქუბარდიას თქმით, ყველა მთავრობის პერიოდში სპეციალური სამსახურები უპატრონო ძაღლებს ფიზიკურად ანადგურებდნენ და ახლაც ასე ხდება. რეგიონებში არ არსებობს ცხოველთა თავშესაფრები, რა თქმა უნდა, არც სტერილიზაციის პროგრამები ან ვეტერინარული დახმარების ცენტრები, რაც მოსახლეობას უამრავი პრობლემის წინაშე აყენებს.
ადგილობრივი თვითმმართველობები სხვადასხვა ხერხებით ანადგურებენ ძაღლებს, თუმცა, ძალიან მალევე ერთი მკვდარი ძაღლის ადგილზე კი 5 და 10 ჩნდება და პრობლემა წლობით მოუგვარებელი რჩება.
“თბილისში ვითარება ერთი შეხედვით უკეთესია. არის მუნიციპალური თავშესაფარი, სტერილიზაციის პროგრამა, აგრესიული ძაღლების დაჭერის შესაძლებლობაც, რომ მოსახლეობას რაიმე საფრთხე არ შეექნას, თუმცა, მათი პოლიტიკის შედეგად პრობლემა, როგორც რეგიონებში ასევე აქაც მუდმივად მოუგვარებელი იქნება. რატომ ვერ უმკლავდება რამდენიმე მილიონიანი ბიუჯეტის მქონე სამსახურიც კი უპატრონო ცხოველების საკითხს დედაქალაქში? პასუხი კი მარტივია.
განვითარებული ქვეყნების რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ მასობრივი კასტრაცია-სტერილიზაცია ეს არის უალტერნატივო საშუალება უპატრონო ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც შეიძლება, ერთი შეხედვით მოკლე ვადებზე არაა ისეთი ეფექტური, როგორიც დახოცვა ან დაძინებაა, მაგრამ გრძელვადიან გეგმაში აბსოლუტურად მივიღებდით სერიოზულ შემცირებას პოპულაციის და ფაქტიურად მის მართვასაც. სქემა ძალიან მარტივია. მაგალითად, უბანში მოვიდა უპატრონო ძაღლი, დაყარა ლეკვები, ანდა არ ყავს ლეკვები, მარტო მიეკედლა უბანს. წესით, ეს ძაღლი თავისი ლეკვებიანად უნდა გასტერილდნენ მუნიციპალურ თავშესაფარში და ჩაუტარდეთ გეგმიური აცრები და საჭირო ღონისძიებები და დაუბრუნდნენ აუცილებლად ჩვეულ ადგილს, სადაც აჭმევდნენ, იცნობენ ადგილს და როგორ მოიპოვონ საკვები იციან. ხშირად თბილისში მონიტორინგის სააგენტო ერთ უბნიდან აიყვანდა რამდენიმე ძაღლს, ჩამოყრიდა სხვა უბანში და ცდილობდა ამ გადათამაშებებით თვალში ნაკლებად მოხვედროდნენ ხალხს, რაც მათში დაბნეულობას, სტრესს და მოსახლეობის მიმართ უნდობლობას იწვევდა, _ მიიჩნევს თამუნა აქუბარდია.
რას გვაძლევს სტერილიზაცია-კასტრაცია და ძაღლის პირვანდელ არეალში დაბრუნება? პირველი, რომ ძაღლის ინსტიქტია ტერიტორიის დაცვა. ის დაიცავს უცხო ძაღლებისგან უბანს და მინიმუმ, რამდენიმე წელი იმ ტერიტორიაზე ახალი ძაღლები ვერ დამკვიდრდებიან. როდესაც მასობრივი სტერილიზაციის შემთხვევაში ეტაპობრივად მოხდება თითქმის ყველა უბნის ძაღლების გასტერილდება და ტერიტორია იქნება დაკავებული სრულად ძაღლების გამრავლების ინსტიქტის თანახმად მათი პოპულაცია პირველი რო ბუნებრივად დაიწყებს შემცირებას (რადგან, როცა ტერიტორია თავისუფალია ბევრად სწრაფად მრავლდებიან და დაკავებული ტერიტორიის შემთხვევაში პირიქით) და ახალი ნაკადიც გასტერილებული ძაღლებისგან აღარ შეემატება ქალაქს. ასე ეტაპობრივად მოხდებოდა გამრავლების შემცირება და მართვა.
თამუნა აქუბარდია: მე, პირადად, ადრეც შევთავაზე თავშესაფრის ხელმძღვანელობას კონტრაქტები გაეფორმებინათ ვეტერინარულ კლინიკებთან და ერთობლივი ძაღლებით მომხდარიყო მასობრივი სტერილიზაცია. თავად წელიწადში ამაყად აცხადებენ 900 ძაღლი გავასტერილეთო, როდესაც 30 000-ამდე ძაღლია მარტო დედაქალაქში, რომელიც მრავლდება სწრაფად და მოქმედებაც სწრაფია საჭირო.
რა ხდება სინამდვილეში დღეს? რასაც არ ახმაურებს მონიტორინგის სააგენტო. ჯერ ერთ მუნიციპალურ თავშესაფარში ეპიდემიაა ჭირის და ბევრი სხვადასხვა დაავადება ეს ყველამ ვიცით. უმრავლესობა ძაღლების იღუპება იქ მოხვედრის შემდეგ ამ ინფექციებით. თუ რომელიმე გადარჩა და სტერილიზაციის შემდეგ დაუბრუნეს უბანს მალევე რომელიმე „მეზობლის“ გამოძახების საფუძველზე მიყავთ და აძინებენ სხვადასხვა მიზეზებით ძაღლებს. სააგენტოს აქვს წელიწადში 4 მილიონამდე ლარის დაფინანსება. ეს თანხა ხმარდება ინფრასტრუქტურას რომ მოხდეს ძაღლების პოპულაციის შემცირება და აგრესიული ძაღლების გარიდება მოკვდინება მოსახლეობისგან. ანუ ფორმალურად და თვალის ასახვევად ვითომ იცავენ ევროკავშირის რეკომენდაციებს. რეალურად კი ვხედავთ, რომ მოსახლეობის ინფორმირება და მათი მენტალიტეტის ამაღლება არ ხდება. არადა მოსახლეობა ყრის უმეტესაც ძაღლებს ქუჩაში და საჭიროა სწორედ მათი ინფორმირებულობა და კანონის მიღება, რომ კანონის საფუძველზე მოხდეს დარეგულირება პრობლემის. კანონი და საინფორმაციო მუშაობა ერთად არის საჭირო პირველ რიგში. ხალხმა არ იციან, რომ გასტერილებული ძაღლის წაყვანას აზრი არ აქვს, რადგან ამით უწყობენ ცხოველთა გამრავლებას ხელს და სულ მალე ამ ძაღლს სხვა ძაღლი ჩაანაცვლებს. ეს რა თქმა უნდა, არ აუხსნეს მოსახლეობას სააგენტოს უფროსობამ და გამოძახების საფუძველზე მიყავთ თავისივე გასტერილებული ძაღლები და კლავენ. რა გამოდის? რაში იხარჯება მილიონები? მოკლე ვადიან კომფორტზე და მოკლე ვადაში კმაყოფილ მოსახლეობაზე, რომლებმაც არ იციან სფერო პროფესიონალურ დონეზე და არც მოეთხოვებათ, იცოდნენ. ხომ საჭიროა ვინმემ აუხსნას ეს?
პრობლემა ამ სააგენტოს წარმოეშვა მაშინ, როდესაც დაიწყეს ყველა მოსახლეობის სურვილის დაკმაყოფილება, რომლებსაც არ სურთ მათ უბანში ძაღლები იყვნენ. როცა ნახეს რომ ვერ უმკლავდებოდნენ ამხელა ნაკადს უპატრონო ძაღლების და ამ დროს ისიც უნდათ მათი საქმიანობით კმაყოფილი იყოს მოსახლეობა სრულად, შემოიღეს წესდებების დიდი რაოდენობა სააგენტოსი, სადაც ფაქტურად კანონის სრული დაცვით მათ შეუძლიათ მოკლან ნებისმიერი ძაღლი (დააძინონ) და ჩაუწერონ ხან დემადეკოზი, ხან ლეიშმანიოზი და ბევრი სხვა დაავადებები. მათ მიერ გავრცელებულ ანგარიშში თითქმის 80% ძაღლების დაძინებულია დანარჩენი რასაც არ ავრცელებენ სხვადასხვა დაავადებებით თავშესაფრის დატოვების შემდეგ კვდებიან. ძალიან მცირე ნაწილი რჩება გასტერილებული და უბანში დაბრუნებული, თუმცა ამ თითო ოროლა ძაღლებსაც თუ არ ჰყავთ მფარველი, მათაც შესაძლოა, მიაკითხოს და „ლეიშმანიოზის“ საფუძველზე დააძინონ. ჩემს უბანში ასე მომიკლეს ჯანმრთელი გასტერილებული ძაღლი, რომელიც უცხოურმა ორგანიზაციამ გაასტერილა. ძალიან ბევრი ძაღლები ამ ორგანიზაციის მიერ გასტერილებულები დახოცეს თავშესაფარში და ეს ცალკე პრობლემაა. ანუ თავად მოსახლეობა ვცდილობთ ჩავერთოთ პოპულაციის მართვის თანამედროვე და უალტერნატივო მეთოდის დანერგვაში და უცხოურ ორგანიზაციებს ვასტერილებინებთ უბნის ძაღლებს, ვუვლით, ვცრით და სააგენტოს თანამშრომლები გვიკლავენ ამ ძაღლებს. ეს არის უკვე უდიდესი პრობლემა, როცა ცხოველთა სფეროში მუშაობს ის ხალხი, რომლებიც ებრძვიან ცხოველთა მოყვარულებს (თანამშრომლობაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი) და ყველანაირ ენთუზიაზმს უკარგავენ. არ შეიძლება ამ სფეროში მუშაობდნენ ყოფილი ჩინოვნიკები, რომლებსაც არაფერი გაეგებათ ცხოველების. რომლებიც ძველი კომუნისტური მეთოდებით ცდილობენ გაუმკლავდნენ პრობლემას და მილიონები იხარჯება ამ სფეროში ჰაერში ჩათვალეთ. კარგი პროპაგანდისტული პიარი აქვს მერიის სამსახურს აგორებული და მაქსიმალურად ჩქმალავენ რეალობას, რაც ამ სფეროში ხდება და ყველა ორგანიზაციასთან დაპირისპირებაში არიან. თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი უნდა გამხდარიყო მაგალითი რეგიონებისთვის, აქ უნდა ემუშავათ ცხოველთა მოყვარულებს და სრულად გაეწერათ წლებზე სამოქმედო გეგმა, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებულობა და მოსახლეობის თანადგომა იქნებოდა უმნიშვნელოვანესი ნაწილი გეგმის. ახლა რა გამოდის? მოსახლეობა და უცხოური ორგანიზაციები აკეთებენ რეალურად საქმეს და მრავალმილიონიანი სააგენტო ყველანაირად უშლის მათ ხელს და ძველი კომუნისტური მეთოდებით დახოცვით ცდილობს დროებითად დაფაროს დიდი პრობლემა რაც ქვეყანას აქვს ამ სფეროში. ხელისუფლების სისასტიკეზე ორიენტირებული პოლიტიკა გახდა წამქეზებელი დანარჩენი მოსახლეობის და ძალიან ხშირია ცხოველთა მოყვარულებზე ძალადობ. წინა დღეებში სიღნაღში სასტიკად გაუსწორდნენ ცხოველთა მოყვარულ ქალბატონს და სახის ძვლები აქვს დამტვრეული. უნდა გავიგოთ, რომ ძალადობაზე და სისასტიკეზე ორიენტირებული ხელისუფლება ნერგავს საზოგადოებაშიც ძალადობას და ეს საშიშია უკვე თავად მოსახლეობისთვის.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ქალაქ თბილისის მერიის პრესსამსახურში და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.