მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზეა. შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმასააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ამ წუთებში ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მხარდამჭერებთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე მდგარი იმ ავტობუსებისკენ მიემართება, რომლითაც მისი მხარდამჭერები საზღვართან მივიდნენ. ადგილზე სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
შეგახსენებთ, მანამდე შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდეს, სასაზღვრო შემოწმება მას შემდეგ გაიაროს, რაც ადგილზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდება.
1tv.ge