ბევერლი-ჰილზზე, სილვესტერ სტალონესთან ერთად რესტორნიდან გამოსული არნოლდ შვარცენეგერი სლაის ახალი “ფოლკსვაგენის” “ჰიგიენურმა მდგომარეობამ” ძალიან აღაშფოთა.
„ტერმინატორმა“ პაპარაცების გასახარად, მანქანა, სანამ თავისი ხელით სარკესავით არ გააპრიალა, არ მოეშვა. რაც მთავარია, წესრიგის მოყვარულმა ექსგუბერნატორმა ძმაკაცი საჭესთან მანამ არ დასვა, სანამ სათანადოდ “ჭკუაც არ დაარიგა”.