ოპერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი, დეიმ კირი აუდიტორიის წინაშე აღარ იმღერებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„აღარ მინდა ჩემი ხმის მოსმენა“, _ ამბობს სოპრანო, რომლის კარიერაც ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის.
„ის წარსულში დარჩა. როდესაც ახალგაზრდა მომღერლებს ვასწავლი და მათ მშვენიერ ახალგაზრდულ ხმებს ვუსმენ არ მინდა მათ შემდეგ ჩემი ხმა ისმოდეს“, _ ამბობს სოპრანო.
მან სახელი 1971 წელს, ფიგაროს ქორწინებაში გრაფინიას როლის შესრულებით გაითქვა.
მომღერალი აღიარებს, რომ სცენასთან დასამშვიდობებლად 5 წელი დასჭირდა.
„5 წელი დამჭირდა, რომ საკუთარი სურვილით მეთქვა ნახვამდის და ეს დროც დადგა“, _ ამბობს კირი.
ის ბოლოს სცენაზე, ავსტრალიაში, ბალარატში, გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა.
ოპერის ვარსკვლავი ამბობს, რომ სიმღერა არ მოენატრება და „მოგონებები მშვენიერია“.
მაუწყებლის ინფორმაციით, მან კლასიკური შემსრულებლისთვის იშვიათი დონის პოპულარულობას მიაღწია.
როგორც ცნობილია, 1981 წელს უელსის პრინცისა და პრინცესის ქორწილში მისი ნამღერი Let the Bright Seraphim 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოისმინა. 1997 წელს უელსის პრინცესის გარდაცვალების შემდეგ მას ეს სიმღერა აღარ შეუსრულებია.
დეიმ კირი პირველი შემსრულებელი იყო, ვინც 1991 წელს მსოფლიო რაგბის ჩემპიონატზე ჰიმნი იმღერა.
ის Gramophone Classical Music Awards-ზე მიღწევებისთვის დააჯილდოვეს.
როგორც კირი ამბობს, ახლა ოპერის მომავალი ვარსკვლავების სწავლაზე აქვს ფოკუსი აღებული.