“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, “საქართველოს რესპუბლიკურ“ პარტიას მერობის კანდიდატი ოზურგეთში არ ეყოლება. პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნინო გოგუაძის თქმით, “რესპუბლიკელებს“ არამარტო ოზურგეთში, არამედ მთელ საქართველოში არ ეყოლებათ მერობის კანდიდატები.
“ჩვენმა პარტიამ ასე გადაწყვიტა, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატები არ ეყოლება. 18 სექტემბერს გახდება ზუსტად ცნობილი, ვინ იქნება პროპორციულ სიებში და ამასთან დაკავშირებით მედიისთვის აუცილებლად იქნება ცნობილი“, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ნინო გოგუაძემ.