ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ლეიბორისტული პარტიიდან“ დავით მამალაძე იქნება. დავით მამალაძის კანდიდატურის წარდგენა ოფიციალურად ამ დღეებში მოხდება.
“გიდასტურებთ, რომ მე ვიქნები მერობის კანდიდატი ოზურგეთში. მე 1997 წლიდან ვარ აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და არაერთ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა. ძალიან მალე შევიტან საოლქოში ყველა საბუთს და შემდეგ დავიწყებ საარჩევნო კამპანიას“, _ გვითხრა დავით მამალაძე.
დავით მამალაძე 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატი იყო, ის წლების განმავლობაში ოზურგეთში ადვოკატად მუშაობს.