მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მხარდამჭერს ლვოვის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სააკაშვილის პარტიაში კი უკანონო დაკავებების ახალ სერიაზე საუბრობენ. “ახალ ძალთა” მოძრაობა განცხადებას, სოციალურ ქსელში ავრცელებს და პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებს.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის საქმეზე უკვე დაკითხულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაიბარეს რამდენიმე დეპუტატიც.