დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
კანდიდატურის მოხნის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება და ირაკლი პეტრიაშვილის დამარცხებას სამართლებრივი გზით აპირებს.
მანამდე ოქიტაშვილმა ყრილობის დელეგატებს სიტყვით მიმართა.
“ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს მიუახლოვდა. მე და ჩემმა მეგობრებმა რთული და ემოციურად დაძაბული სამკვირიანი ბრძოლა დავასრულეთ. ჩემი მცდელობა, შევხვედროდი ჩემ კოლეგა დელეგატებს, გავსაუბრებოდი მათ და ჩემი გეგმები გამეცნო, უშედეგოდ დამთავრდა. გარდა იმისა, რომ არ მოგვცეს დროულად ყრილობის შესაბამისი დოკუმენტაცია, არ მოგვცეს მშვიდ ვითარებაში წესდებაზე მუშაობის საშუალება, გადაგვიმალეს დელეგატთა სიები. უფრო მეტიც, საფუძვლად ამ უკანონობას თქვენი, დელეგატთა დაცვა, ჩემგან თქვენი სიცოცხლის დაცვა დაუდეს. ეს არ არის მარტო შეურაცხმყოფელი, ეს სერიოზული ბრალდება და დანაშაულია“, _ განაცხადა ოქიტაშვილმა.