ხვალიდან ისთ ფოინთში ერთგულის აქცია დაიწყება, რომლის ფარგლებშიც ბარათის მფლობელებს უამრავი სიახლე ელოდებათ. კერძოდ, გაორმაგებული ქულები ერთგულის ყველა პარტნიორთან ისთ ფოინთში, სპეციალური შეთავაზებები, საჩუქრები და გასართობი პროგრამა პატარებისთვის: სახის მოხატვა, თამაშები, ბამბის ფერადი ნაყინები და ფერადი ბუშტები. აქცია სამ დღეს გაგრძელდება – 15, 16, 17 სექტემბერი.
თუ თქვენ არ ხართ ერთგული ბარათის მფლობელი, აქციის ფარგლებში ბარათის აღება 15 წუთში შეგიძლიათ უფასოდ, ერთგულის სტენდთან ისთ ფოინთში. ბარათის აღებისთანავე შეგიძლიათ პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთები შეიძინოთ, ისარგებლოთ საუკეთესო შეთავაზებებით და დააგროვოთ გაორმაგებული ქულები.
ერთგულის 1 ქულა 1 ლარს უდრის.
აქციის ფარგლებში, ერთგულის პარტნიორები ისთ ფოინთში მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს უკეთებენ. მაგალითად, ჯონ ვრეპი სასკოლო წიგნებს ერთ ლარად შეგიფუთავთ, კენარი გთავაზობთ ფასდაკლებას ბავშვის ოპტიკურ ჩარჩოებზე და ლინზებზე, დელფოსი გთავაზობთ Gioielli-ის ვერცხლის საბავშვო კოლექციაზე 30%-იან ფასდაკლებას. ასევე, ფასდაკლებები გელოდებათ VR House-ისგან და თაიმისგან Timex-ის საბავშვო ტანსაცმლის კოლექციაზე.
გარდა ამისა, სასკოლო ფესტივალის ფარგლებში ერთგული ბარათით გადახდისას დაგიგროვდებათ გაორმაგებული ქულები, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ სავაჭრო ობიექტებში, ისე სხვა პარტნიორებშიც: ლი/ვრანგლერი, ფექტორი, ლევისი, ნიუ ბალანსი, ლუტეცია, ბაკარა, რონიკო, ართ თაიმი, ვენდისი, დანკინი, ნაიკი, ადიდასი, მავი და ჯორდანო. გაორმაგებული ქულები თქვენს ანგარიშზე დაირიცხება არა უგვიანეს 31 სექტემბრისა. (R)