ჩოხატაურის ცენტრში, სამსახურებრივ მანქანაში მჯდომი პოლიციელი გ. ვ. ახალგაზრდებმა სცემეს.
როგორც წყარომ გვითხრა, პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და პატრულირებდა. გაჩერებულ მანქანაში, რომელსაც ციმციმებიც ჩართული ჰქონდა, ახალგაზრდები უკნიდან მიეპარნენ და ერთ-ერთმა თავში ჩაარტყა.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულია ორი პირი, რომელთაც 7-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.